თითოეულ რუსულ რაკეტას ათობით კომპონენტი აქვს, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული რაკეტების წარმოება და რუსული თავდაცვის ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვან კავშირებს. ამის შესახებ მ შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასეთი ელექტრონული კომპონენტების გარეშე, რუსული ტერორი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რაკეტების უფრო რთული წარმოების გამო.
ზელენსკის თქმით, ექსპორტის ასეთ განსაკუთრებულ სახეობაზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს. მან მოუწოდა შვეიცარიას, აქტიურად იმუშაოს ყველა პარტნიორთან, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და დაბლოკოს მისი ტერორისტული პოტენციალი.
ს შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა დაბლოკოს სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა. ამჟამად ჩვენ ვხედავთ რუსულ რაკეტებს, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღს, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო მრეწველობის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ჩრდილოვან კავშირებს. თითოეულ რუსულ რაკეტას ათობით კომპონენტი აქვს, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით – სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ

დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი