“თითოეულ ადამიანს დაეტყობა ამ ნაბიჯების შედეგები” – ეკონომისტი დასავლეთის დახმარებების შეჩერებასა და სანქციების ეფექტზე

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეკონომიკური მოლოდინები უარესდება – ამის შესახებ “ანალიტიკასთან” ეკონომისტი, “ქუდოს ჯორჯიას” პარტნიორი ირაკლი ჟვანია საუბრობს. მისი თქმით, გაუარესებული მოლოდინები უკვე აისახა ზოგიერთ სექტორზე და სამომავლოდაც მოსალოდნელია ქვეყნის ეკონომიკის შეფერხება.
“მოლოდინები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც განაპირობებს ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს. თუ ჩავშლით, ჩვენი ეკონომიკა ძირითადად რა მიმართულებებზე შეიძლება იდგეს, ყველა ამ მიმართულებით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მოლოდინები არის გაუარესებული.