,, თითებზე გადავითვალე რამდენი გამოდიოდა, როდის უწევდა 7 თვე და მერე დავიწყე ფიქრი, რას ვმაზავ დეკემბრამდე” – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს:
“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე, არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული.
უფრო სწორად, პირველი რაც გავაკეთე ტელევიზორის წინ, საკნის შუაში მდგომმა, თითებზე გადავითვალე რამდენი გამოდიოდა, როდის უწევდა 7 თვე და მერე დავიწყე ფიქრი, რას ვმაზავ დეკემბრამდე.
კოსტას დაბადების დღე ივლისში.
ბებიაჩემის და ბიძაჩემის (რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და რომლებმაც გამზარდეს) აგვისტოში.
მამაჩემის (ასევე აღარაა ცოცხალი) დაბადების დღე სექტემბერში.
კატოს დაბადების დღე სექტემბერში.
ალექსანდრეს დაბადების დღე ასევე სექტემბერში.
მერე ვიფიქრე, რომ ყველაფერი ნატას დაეყარა თავზე და უსამართლობაა.
მერე ვიფიქრე, რომ თვითონაც არ იცის რამდენად მაგარია და გაუძლებს.
მერე ისევ კოსტასთან დავუბრუნდი და ვიფიქრე, რომ ყველაზე მეტად მას გაუჭირდება.
მერე შემეშინდა, რომ ისეთი სიახლოვე აღარ გვქონდეს მე და კოსტას, როგორიც გვქონდა. შემეშინდა და შევეშვი ფიქრს.
დედაჩემზე გადავერთე, მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს.”
| ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი