თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის – თანამედროვე ქართული ფილმები თქვენს ქალაქებში მოდიან.
კინო გზაზე – ქართველი დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას იწყებს და წელს, ს მხარდაჭერით განხორციელდება.
6 ივნისიდან, კინო გზაზე საქართველოს 10 ქალაქს ესტუმრება. პროექტის გამხსნელი კინოჩვენება კახეთში, თელავში გაიმართება. სწორედ, აქედან დაიწყებს თანამედროვე ქართული კინო ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას.
თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ახალციხე, ქუთაისი, ზესტაფონი, , ქობულეთი, ვანი – ეს ის ლოკაციებია, სადაც მოძრავი ეკრანი ივნისსა და ივლისში გაიშლება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, მოეწყობა ღია დისკუსია პროექტის ავტორებთან და ფილმის რეჟისორებთან ერთად. კინოჩვენებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კინო – საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კულტურული მედიუმია. ის აერთიანებს და აჩვენებს ადამიანურ ისტორიებს, ქმნის საერთო ემოციურ გამოცდილებას. კინო იწყებს დიალოგს, აჩენს კითხვებს, გვაწვდის პასუხებს და ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; ინსპირაციას აძლევს ახალ იდეებს და აყალიბებს საზოგადოებრივ ცნობიერებას.
კულტურის განვითარება და ხელოვნების მხარდაჭერა, რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება და შესაძლებლობების შექმნა, რომ ყველამ შეძლოს თანამედროვე ხელოვნების განცდა და მასში თანამონაწილეობა, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია.
გვჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანების დაახლოება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და საერთო ღირებულებების გაღრმავება.
კინო გზაზე იწყება – ემოციებით, საინტერესო ისტორიებითა და ახალი თავგადასავლებით!
(R)