„თიბისი“ ციფრული ბანკის ხარვეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„მიმდინარე მასშტაბური განახლების გამო, ციფრული ბანკი ხარვეზებით მუშაობს, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით. შეფერხება რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად გასწორდება და დაგიბრუნდებით.
ციფრული ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ბოლო ეტაპზეა, რაც სერვისის გაუმჯობესებას და თქვენთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ემსახურება.
კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტისთვის და გპირდებით, შეფერხებები აღარ გვექნება. მადლობა ერთგულებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.