თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
პარასკევს, 13 სექტემბერს 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი.
2 საათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
· ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ
· HACCP-ის ისტორია
· წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები
· კარგი წარმოების პრაქტიკა
· კარგი ჰიგიენის პრაქტიკა
· საკვებით მოწამვლა
· საკვებთან დაკავშირებული საფრთხეები
· ალერგენები
· ჯვარედინი დაბინძურება
· 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის
· რისკების კონტროლი სამზარეულოში
· HACCP-ის 12 საფეხური
· HACCP-ის სისტემის უპირატესობის დადგენა
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)