თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, ს ახალი კამპანია შენთვისაა, რადგან თიბისი ინოვაციურ სტარტაპ იდეებსაფინანსებს. კამპანიის ფარგლებში გაიცემა სესხიინოვაციური სტარტაპებისთვის, რომელიც არ საჭიროებს ქონებრივ უზრუნველყოფას და დიდ გამოცდილებას.
“წარმატებული ს შესაქმნელად არ არის საჭირო დიდი გამოცდილება ბიზნეს სფეროში, წარმატება იწყება ინოვაციური იდეით და ჩვენც ამ პროდუქტით ვცდილობთ ინოვაციურ სტარტაპერებს გავუმარტივოთ და გავაბედინოთ თავიანთი იდეების რეალიზება. სიტყვა ინოვაციურმა არ შეგაშინოთ, აუცილებელი არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება. ჩვენ შევარჩევთ ისეთ იდეებს, რომლებიც მომხმარებლის პრობლემას ჭრის ინოვაციური კუთხით – იქნება ეს ახალი მიდგომა, კონცეფცია თუ ტექნოლოგია. ამ პრობლემის გადაჭრის არსებული გზები უნდა შეიცვალოს, ან უნდა შემცირდეს დრო, რომელიც საჭიროა პრობლემის მოსაგვარებლად, ან ამარტივებდეს პროცესს, ან ქმნიდეს ახალ და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას. ერთი სიტყვით, იდეა, რომელიც ჩვენგან მხარდაჭერას მიიღებს, უნდა პასუხობდეს მომხმარებლის საჭიროებებს,“ – ამბობს თიბისი სტარტაპერის წარმომადგენელი.
გარდა ამ კრიტერიუმებისა, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებობდეს ბიზნეს იდეს განვითარების პოტენციალი, მოდიოდეს მოთხოვნა მომხმარებლიდან და სამიზნე სეგმენტი იყოს საკმარისი ზომის და ზრდადი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია იდეის გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა – ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგია, ექსკლუზიური პარტნიორობა და აშ. რაღაც ელემენტი, რომელსაც მარტივად ვერ გადაიღებენ კონკურენტებისთვის.
კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა მასშტაბია, ამიტომ სტარტაპ იდეის დამუშავებისას, იფიქრე,შეძლებს თუ არა ეს იდეა განვითარებას და ექსპორტზე გასვლას.
(R)