თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება.

2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა. ასევე, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

ოლიმპიადის სტრუქტურა და მიზანი:

  • ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად
  • ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ 2025 წლის 27 აპრილს და იქნება ტესტური ფორმატის (multiple-choice)
  • ოლიმპიადის მეორე ტური და შემდგომი ნაბიჯები: პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევიან მეორე ტურში გადასული მოსწავლეები (არაუმეტეს 40). მეორე ტურში გადასვლის კრიტერიუმებს და სხვა დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ არაუგვიანეს 20 აპრილისა. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები.
  • საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI 2025): შერჩეული ნაკრები 2025 წლის 2-9 აგვისტოს გაემგზავრება პეკინში (ჩინეთი)
    • IOAI 2025-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია (განრიგი, მიზნები, ფორმატი) იხილეთ აქ: https://shorturl.at/jlKjB

ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
  • პირველ ტურში მონაწილეობისთვის მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს აქ: https://www.aiassociation.ge/ai-olympiad-registration

რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება:

  • რეგისტრაციის დადასტურებას, პირველი ტურის ონლაინ პლატფორმაზე მოწვევას და ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დასრულებიდან ოლიმპიადამდე არანაკლებ 3 დღით ადრე.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 აპრილი.

დამატებითი რესურსები: GAIA-ს საოლიმპიადო ონლაინ კურსის ჩანაწერები ხელმისაწვდომია აქ: https://tinyurl.com/mw63uyre

 

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ს მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.