თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა

შემეცნებითი პოდკასტების სერია – მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდიტორიაც ჰყავს შეკრებილი.

სწორედ, ამ საინტერესო პოდკასტის პარტნიორი გახდა , რადგან ტრადიციულად, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საკითხები კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.

მწარე პოდკასტში თქვენთვის საინტერესო თემას აუცილებლად იპოვნით. მნიშვნელოვან და საკვანძო ეპიზოდებს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან, წამყვანი – ნიკა ხოფერია ისტორიკოსებთან და მკვლევარებთან ერთად განიხილავს. ასევე, შეძლებთ კულტურის, ცივილიზაციების, სამხედრო თემატიკაზე შექმნილი პოდკასტების მოსმენასაც.

მწარე პოდკასტის მოსმენას შეძლებთ შემდეგ პლატფორმებზე:

Youtubehttps://www.youtube.com/@BitterPodcast

Spotifyhttps://open.spotify.com/show/