მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია

თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია
კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს – წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და პრაქტიკებს გაგიზიარებენ, როგორც ქართული ბიზნესების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან. სამიტზე თქვენ შეხვდებით:
· იან გოლდინგს – Customer Experience Consultancy | CXPA (UK)
· ოლგა პოტაპცევას – European Customer Consultancy | CX Panda (UK)
· შონ ბელდინგს – Belding Group (Canada)
· ჯულიან ჰავესს – Qmatic (UK)
· ნიკ ვან ლანგენდონქს – Unbossers Network (Belgium)