თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და მიცუბიში საქართველოს ორგანიზებით უახლესი L200-ის პრეზენტაცია გაიმართა.
ყველგან მავალი, კიდევ უფრო მძლავრი, 2024 წლის პიკაპი დაინტერესებულ პირებს სპეციალური პირობებით და მარტივი დაფინანსებით შეუძლიათ შეიძინონ:
„თიბისი ლიზინგი ახალი ავტომობილების დაფინანსების განსაკუთრებით მოქნილ შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინეთ მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი, გასულ წლებში გამოვლენილი სიყვარული თუ ერთგულება მიცუბიშის, როგორც ბრენდისადმი და უახლეს L 200-ზე 1 წლიანი 0%-იანი ლიზინგის დაფინანსება დავამუშავეთ. რისთვისაც 15%-იანი თანამონაწილეობაც საკმარისია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში შევნიშნავთ თბილისის ქუჩებში მიცუბიშის უახლეს მოდელს”, – ეკა ანჯაფარიძე, „თიბისი ლიზინგის“ ავტომიმართულების ხელმძღვანელი
