„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას

„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ 10%-დან თანამონაწილეობით და უპრეცედენტო ფასით შეიძინოს ახალი ავტომობილი, Captur ან Koleos.
სპეციალური პირობები ასევე მოიცავს განაცხადის განხილვისა და დაფინანსების გამარტივებულ პროცედურებს; აქციის პერიოდში, 10 დეკემბრის ჩათვლით, ავტომობილის შეძენა შესაძლებელია შემოსავლების დადასტურების გარეშე, განაცხადის განხილვიდან 1 საათში.
Renault Koleos, პრემიუმ კლასის SUV, 4X4-ზე წამყვანი თვლებით, გამოირჩევა ელეგანტური ექსტერიერითა და შიდა ფართო სივრცით. მომხმარებელს ინტერიერში დახვდება: ტყავით მოპირკეთებული თბობადი სავარძლები, ორზონიანი კლიმატკონტროლი, მულტიმედია სისტემა ქართული რუკების ნავიგაციითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები.
გარდა Koleos-ის მოდელისა, თიბისი ლიზინგისა და რენო საქართველოს ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებელია Renault Captur-ის შეძენაც, რომელიც იდეალური ავტომობილია ურბანული ცხოვრებისთვის.
ფრანგული ბრენდის, Renault-ის აღნიშნული მოდელი ელეგანტური ინტერიერით, 9.2” მულტიმედია და მართვის სამი რეჟიმით (My Sense, Sport, Eco) და უსაფრთხოების ფუნქციებით, ნებისმიერ მგზავრობას კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.
აქციის პირობებით სარგებლობის მსურველებს ახალი ავტომობილების გამოცდა ტესტ დრაივზე, წინასწარი რეგისტრაციით, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://shorturl.at/cCyBY
„რენო“ საქართველო 2013 წლიდან Renault Group-ის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორია.
კომპანიის სათავო ოფისი, შოურუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომელიც ტექნიკური მომსახურების ფართო არჩევანს მოიცავს, თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის #36-ში მდებარეობს.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფეისბუქ ან ვებ გვერდებს, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (322) 253 18 00.