თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

თიბისი კონცეპტმა, Snap Fitness Premium-თან და TRIBE-თან პარტნიორობით, იოგის, პილატესის, ხმოვანი პრაქტიკისა და ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო სხვა მრავალფეროვანი აქტივობების მხარდასაჭერი მასტერკლასების სერია დაიწყო.

პირველი პილატესის მასტერკლასი, 3 მაისს, ნანა რუხაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მომდევნო კი, 11 მაისს, 19:00 საათზე, გაიმართება.

11 მაისის მასტერკლასზე კონცეპტის მომხმარებლებს ზურაბ მხეიძე მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ესაუბრება. ასევე, განიხილავს ვარჯიშის როლს მენტალური ჯანმრთელობისთვის. შეხვედრა დიმა გურიევის ხმოვანი თერაპიის მასტერკლასით დასრულდება.

ს ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერ მასტერკლასებს უძღვებიან Snap Fitness Premium-ის გამოცდილი ინსტრუქტორები. სესიები კი, TRIBE-ის სივრცეში ტარდება (მერაბ ალექსიძის 12).

მასტერკლასებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის. მსურველები ბილეთების შესაძენად ეწვით ბმულს.