თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ფესტივალი უკვე 17 წელია იმართება და ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს – საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. ფესტივალი წელს თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 16 სექტემბერს სწორედ ქართული სპექტაკლების პროგრამით იწყება.

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა კი 21 სექტემბერს დაიწყება და წარმოადგენს ს, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა, ლატვიის, -ს თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებს – იტაი ტაირანის რიჩარდ III (თეატრი გეშერი, ისრაელი), ივან ბლექსტოკის „თრეფლორდი“ (დიდი ბრიტანეთი)

დიმიტრის კანარზასის „ სახლი“ (ონასის სტეჯი, საბერძნეთი) და ალვის ჰერმანისის „თეთრი ვერტმფრენი“ (ნიუ რიგა თეატრი, ლატვია).

სპექტაკლების განრიგს და დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე www.tbilisiinternatiional.com

სპექტაკლები გაიმართება თეატრი 42-ის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე; სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალი ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და ვორქშოფებს , რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მაყურებელს აქვს საშუალება შეიძინოს როგორც ბილეთები, ისე აბონემენტები სპექტაკლებზე. შესაძენად ეწვიეთ ბმულს, სადაც კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები -20% ფასდაკლებით ისარგებლებენ.