ს მხარდაჭერით, გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ღონისძიება – „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები – გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა

BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ორგანიზებითა და კაპიტალის მხარდაჭერით, ღონისძიება – „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები – გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, ს კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა – ირინა კვახაძემ, საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ, კვლევა წარადგინა.
კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურია. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წლიურად 2%-ით იკლო. ამ პერიოდში 25 102 ბინა გაიყიდა. მთაწმინდის გარდა, თბილისის ყველა უბანში ყველაზე დიდი მოთხოვნა 50-75 კვ.მ ფართობის ბინებზეა.
რაც შეეხება ბათუმს, 2024 წლის პირველ 8 თვეში აქ ტრანზაქციები წლიურად 14%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტით და მოთხოვნის ნორმალიზებითაა გამოწვეული. აღნიშნულ პერიოდში, ბათუმში 9117 ბინა გაიყიდა. პირველ ზოლში – 35 კვ.მ-მდე ფართობის ბინების, ცენტრში და გარეუბნებში კი 50-75 კვ.მ ფართობის აპარტამენტების გაყიდვები ჭარბობს. ს პროექტებში ბინები ძირითადად საინვესტიციო მიზნითაა შეძენილი, რასაც უცხოელი მყიდველების მაღალი წილიც ადასტურებს.
2024 წლის პირველ 7 თვეში საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში წლიურად 4%-ითაა გაზრდილი და ფასმა 1201$ შეადგინა. ბათუმში კი ფასი 6%-ითაა წლიურად გაზრდილი და 1184$ შეადგინა. მომდევნო თვეებში თბილისისა და ს უძრავი ქონების ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა მოსალოდნელი.
თბილისში უძრავი ქონება კვლავ რჩება მაღალი ამონაგების მქონე საინვესტიციო აქტივად. 2024 წლის აგვისტოში ამონაგებმა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 1.4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა და 9.8% შეადგინა.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება ისევ მაღალ დონეზეა, თუმცა 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში გაცემული ნებართვები წლიურად 7%-ით შემცირდა. წელს 891 000 ფართობზე გაიცა მშენებლობის უფლება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი – 28% დიდ დიღომზე, ყველაზე პატარა წილი – 14% კი ისანზე მოდის.
კვლევას გაეცანით ბმულზე.
(R)