თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6%-ზე მაღალი საბაზო სცენარი

ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, რაც ს უახლეს პუბლიკაციებშია ასახული. ამ ფონზეც კი, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი მატება მოლოდინებს აღემატება. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით ხაზგასასმელია წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალი ფისკალური სტიმული და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებითი გაუმჯობესება. თავისთავად, მორიგი მობილიზაციის ტალღისა და არასტაბილურობის რისკის ზრდის ფონზე, პოზიტიურ ეფექტებზე საუბარი მიზანშეწონილი არაა, თუმცა მიგრაციის ეფექტის მთლიანობაში დადებითი ეკონომიკური ზეგავლენა სახეზეა.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კაპიტალის მოსაზრებით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი 6%-ს აღემატება.
გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ასე რომ, ნაც. რეჟიმის გასამართლების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულება არც ისე შორს უნდა იყოს. რაც შეეხება “ჩვენს” ვადაგასულ პრეზიდენტს, თუ ჭკუით არ მოიქცევა…

ირაკლი კუპრაძე – სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან