თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.
კამპუსის სტუდენტები 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარებას, IT ბიზნეს ანალიზსა და ბაზრის კვლევას, ციფრულ მარკეტინგს, სარეკლამო კონტენტის შექმნასა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO.
თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.
თიბისი კამპუსში სწავლა სრულიად უფასოა. კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. გასულ წელს, კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს.
