“ – „ერთგული“ მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

„თიბისის“ ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ქულები გროვდება ყველგან, სადაც „თიბისის“ პოს ტერმინალია, ხოლო „თიბისის“ 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ.
„წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, რაც ერთგულმაც გაითვალისწინა და მათ მოლოდინებს სპეციალური საახალწლო შეთავაზებებით უპასუხა.
9 ტოპ შეთავაზება მომხმარებელს სოციალურ მედიაში, „ერთგულის“ „ფეისბუქ“ და ინსტაგრამ გვერდზე დახვდება. შეთავაზებები ვრცელდება, როგორც სადებეტო, ისე – საკრედიტო ბარათებზე. აღნიშნული შეთავაზებებით შესაძლებელია მეტი ერთგული ქულის დაგროვება საყვარელ ობიექტებში შოპინგისას, ან ქულების დახარჯვა სპეციალური ფასდაკლებით.
საახალწლო შეთავაზებების პარალელურად, ციფრულ ბანკში მომხმარებლებს ერთგულის თამაში – გულების მარათონი ელოდება. თამაშში მონაწილეებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ, ერთგული 10-იდან 1000-ამდე ერთგული ქულის და 4 მთავარი ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ“,- აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ