თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის მ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.

გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატიულ სააგენტო Playmakers-თან კოლაბორაციით, დაუკავშირდა ქართველ ინფლუენსერებს. მათმა ჩართულობამ და TikTok-ზე გავრცელებულმა სამოტივაციო ვიდეოებმა რეგისტრაციის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა და საერთო ჯამში თიბისის საზაფხულო Crash კურსებზე 600-ზე მეტი გოგონა დარეგისტრირდა

თიბისის Crash კურსები გოგონები ეს არის ონლაინ კურსები ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით, რომლებიც 9-12 კლასის მოსწავლე გოგონებს, მთელი საქართველოდან და არა მხოლოდ, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

6000-ზე მეტი დარეგისტრირებული გოგონადან, კონკურსის შედეგად, შეირჩა 140 მონაწილე, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში შეისწავლიან:

  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
  • შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
  • შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
  • შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.