თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა

თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტურულ გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე ტენდენციებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობით, ს გუნდის წევრებს ინფორმაციის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.

სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ნილ ფორდი იყო, რომელიც კომპანია Thoughtworks-ის თანამშრომელია. თიბისიმ 2023 წელს სწორედ Thoughtworks-თან დაიწყო პარტნიორობა, რაც რეგიონის მასშტაბით, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

დეველოპერებისთვის მსგავსი შესაძლებლობების მიცემით, თიბისი, ერთი მხრივ, თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაძლიერებაზე, მეორე მხრივ კი, -კომპანიის წარმატებასა და ინოვაციურობაზე ზრუნავს. Global Software Architecture Summit-ზე მიღებული გამოცდილება თიბისის ტექნოლოგიურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.