თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით.
ტექსკოლის მე-4 სემესტრზე ჯამში 1123 უფროსკლასელი დარეგისტრირდა, კონკურსის საფუძველზე, მათგან 600 მოსწავლე შეირჩა, რომლებიც მომავალი სამი თვის განმავლობაში ტექნოლოგიებს უფასოდ შეისწავლიან.
თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობითგასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან,2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 18%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა.
თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, , ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.
(R)