თიბისის მხარდაჭერით ტარდება, წლის მთავარი ღონისძიება ტესტერებისთვისა და ტექ ენთუზიასტებისთვის: რატომ უნდა დაესწროთ Tester’s Day 2024-ს

9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ენთუზიასტები არაერთ საინტერესო საერთაშორისო თუ ადგილობრივ სპიკერს მოუსმენენ, პანელურ დისკუსიებს დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფებში და იმ მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდებიან, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაზე დადებითად აისახება.
GeoSTQB-ის ორგანიზებით გამართული Tester’s Day-ის ყოველი ღონისძიება წინაზე მასშტაბური, საინტერესო და სასარგებლოა. GeoSTQB-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი, ნათია სირბილაძე თვლის, რომ წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იქნება და იმ მიზეზებზეც დეტალურად საუბრობს, თუ რატომ უნდა დაესწროთ და რას უნდა ელოდოთ Tester’s Day 2024-ისგან.
ცხადია, ნებისმიერი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი და ყველაზე მნშვნელოვანი ნაწილი სპიკერები არიან, რომელთა გამოსვლებიც, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ღონისძიების წარმატებულობას განსაზღვრავს. ამ მხრივ, Tester’s Day 2024 ნამდვილად გამორჩეული იქნება. მაგალითად, ენდრიუ ნაითი – ავტომატიზაციის გურუ და AutomationPanda-ს დამფუძნებელი – ავტომატური ტესტების სკალირების შესახებ თავის გამოცდილებას გააზიარებს.
“ყოველი წელი არის განსაკუთრებული, რადგანთემებს გამორჩეულად ვარჩევთ, არასდროსმეორდება ან მიმართულება აქვს განსხვავებული. ვაკვირდებით საერთაშორისო ტენდენციებსა და ადგილობრივ ბაზარს, შესაბამისად ხდება თემებისშერჩევაც. გარდა ამისა, წელს გვემატება ისეთითემები როგორიცაა თამაშების ტესტირება”. – გვიყვება ნათია სირბილაძე.
როგორც ნათია ამბობს, Tester’s Day 2024-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი თემებისა და მიდგომების განხვილვა იქნება, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას რაღაც ახალს, თანამედროვეს ასწავლის, რაც მათ თავდაჯერებასა და პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.
მაგალითად, ტესტერების თერაპია – ტესტირება მხოლოდ ტექნიკურ უნარებს არ მოიცავს. ის ასევე სწორი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. ნათია ფიქრობს, რომ ეს სესია კონცენტრირებული იქნება იმ რბილ უნარებზე, რომლებიც ყველა ტესტერმა უნდა განავითაროს.
“ასევე, ძალიან ხშირად რაც ყველას აწუხებს უკვე არსებულ პროდუქტზე ტესტირების მიდგომებისჩაშვება და დანერგვაა, ამ თემასაც შევეხებით; ამასთან, ტესტირების პირამიდის მიდგომასაც განვიხილავთ, რომელსაც ადრე არ შევხებივართ. გვექნება ახალი პროდუქტის პრეზერნტაციაც – Practical Tester-ი, რომელიც AI-ის იყენებს. ეს მსოფლიოში სიახლეა და ცხადია, საქართველოშიცუნდა შემოვიდეს”. – ამბობს ნათია.
წლევანდელი ღონისძიების ახალი ელემენტი “ღია სივრცე” იქნება, სადაც ყველას, ვისაც პროგრამულიუზღუნველყოფის ტესტირების გარშემო რაიმეს გაზიარების სურვილი ექნება, შეეძლება თავისითავი საჯარო გამოსვლებში გამოსცადოს.
ტესტერთა დღეზე ს ტექ გუნდის წევრი, ალეკო ისკონიანი, რომელსაც ტექნოლოგიების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს, დამსწრე საზოგადოებას თიბისიში ახალი ტესტირების სტრატეგიის გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს. ხოლო თიბისის ტექ გუნდის კიდევ ერთი წევრი, ირინა ინაშვილი ტექნოლოგიების ენთუზიასტებს იმ ხელსაწყოებსა და პრაქტიკებზე ესაუბრება, რომლებიც ტესტირების დროს გამოწვევებისა და პროცესების ეფექტურ მართვაში დაგეხმარებათ. ცხადია, ეს იმ სპიკერებისა და თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Tester’s Day 2024-ზე თქვენი ყურადღების მიპყრობას შეეცდებიან.