თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა

თიბისისა და „საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პარტნიორობით, ბათუმში საერთაშორისო მასშტაბის სემინარი გაიმართა, რომლის ფოკუსიც ლურჯი მოცვის წარმოებისა და მოსავლის შემდგომი პროცესების სრულყოფილ მართვაზე გაკეთდა. ღონისძიებაში ჩილედან მოწვეული დარგის წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ქართველ ფერმერებს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.
როგორც ს სოფლის მეურნეობის სექტორის, მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტმა დავით გაბედავამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, ბანკისთვის მოცვის სექტორის მხარდაჭერა სტრატეგიული მიმართულებაა.
მისი თქმით, მსგავსი სემინარები ქმნის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ქართული პროდუქტის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
„მოცვის კულტურა საქართველოსთვის შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად მზარდი დარგია. მხოლოდ გასულ წელს, 5000 ტონაზე მეტი მოსავალი მივიღეთ, რაც 44%-იანი ზრდაა 2023 წელთან შედარებით. ექსპორტიდან შემოსავალმა კი 28 მლნ დოლარს გადააჭარბა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს სექტორში ახალი მოთამაშეების გაჩენას და ინდუსტრიის მდგრად განვითარებას. ბოლო 5 წელიწადში ამ მიმართულებით თიბისის დაფინანსებამ 100 მლნ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნა გაბედავამ.
საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, შოთა ცუკოშვილი განმარტავს, რომ წლევანდელ სეზონს სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულმა მოვლენამ მოცვის მოსავლის წლიური ზრდა შეაფერხა.
„გურიასა და აჭარაში ზარალმა 60%-ს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მასშტაბით 20%-ზე მეტია. ზრდას ველოდით, თუმცა სავარაუდოდ მოსავალი დაახლოებით იმავე დონეზე იქნება, რაც შარშან იყო. რაც შეეხება ფასს, აქ უკვე გაუმჯობესებაა – ბაზარზე 30%-მდე ზრდაა, რაც ასოციაციის აქტიური მუშაობის შედეგიცაა“.
ცუკოშვილის -ირანის კონფლიქტსაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ლურჯი მოცვის ექსპორტის დივერსიფიკაცია ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.
„ისრაელ-ირანის კონფლიქტმა მოცვის ექსპორტი ისრაელის ბაზარზე შეაფერხა, რაც გვაჩვენებს, რომ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება რისკის მატარებელია. ჩილე საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება მალფუჭებადი პროდუქტის ექსპორტი 55 დღეში ჩინეთში, ისე რომ პროდუქტი კვლავ სიცოცხლისუნარიანი და ბაზარზე კონკურენტული დარჩეს. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება იყო ჩვენი სემინარის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რათა გავზარდოთ ქართული ლურჯი მოცვის კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზრებზე“, – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.