თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ უბანში Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი – „მომა ლივ“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიმიტრი უზნაძის #43-ში, სამშენებლო და დეველოპერული კომპანია Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი – „მომა ლივ“ შენდება.
კომპლექსი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე დაგეგმილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და პარკის სიახლოვეს შენდება და სწორედ ამ კონცეფციას უკავშირდება მისი სახელი. თანამედროვე ხელოვნებით შთაგონებული საცხოვრებელი პროექტი ურბანული ცხოვრებისა და ხელოვნების ელემენტებს გააერთიანებს და ამავდროულად, სრულ კომფორტს შექმნის მცხოვრებლებისათვის.
პროექტის ჯამური ღირებულება 9 მლნ. დოლარამდეა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, 5.95 მლნ დოლარს შეადგენს.
დაბალი განაშენიანების 6 სართულიანი კორპუსი 64 ბინას მოიცავს.
კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, საუნა, ფიტნესდარბაზი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და საერთო სამუშაო სივრცე. კომპლექსის 1000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, სადაც მოსასვენებელი სივრცეები მოეწყობა.
მობინადრეების კომფორტული ყოველდღიურობა – კონსიერჟის მომსახურებით, უსაფრთხოება კი ვიდეო კამერებით იქნება უზრუნველყოფილი.
მსურველებს, 41-484 კვ.მ ფარგლებში, სხვადასხვა ფართის ბინის შეძენა შეუძლიათ, რომელიც მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდებათ.
მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა