„თიბისის“ მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა.
მოსწავლეები და სტუდენტები ს ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. დამატებით სტუდენტები მიიღებენ 40% ფასდაკლებას ჯიპისიში და 50% ფასდაკლებას პსპ-ში.
განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ თავიანთი ფინანსები.
ნაკრები მუდმივ შეთავაზებებთან ერთად მოიცავს უფასო სადებეტო ბარათებს, SMS მომსახურებას, მობაილბანკს და ინტერნეტ ბანკს/hi app-ს. მოსწავლეები და სტუდენტები სარგებლობენ 0%-იანი საკომისიოთი საბანკო სერვისებზე, თანხის განაღდებასა და სავაჭრო ობიექტებში გადახდაზე.
ნაკრების გამოწერა უფასოა და შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე – tbcyouth.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში.
თიბისი მუდმივად მხარს უჭერს ახალი თაობის განვითარებას და ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?