თიბისის მობაილბანკში დაიბრუნე გადახდილი თანხა და თვეებზე გადაანაწილე

იცი როგორ დაიბრუნო გადახდილი თანხა და გადახდა თვეებზე გადაანაწილო? ს ინოვაციური პროდუქტი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარში განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობას გაძლევს.

თიბისი ტრანზაქციის (პოსტ ფაქტუმ) განაწილება მობაილბანკის ფუნქციონალია, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს აქვს უპრეცენდენტო შესაძლებლობა განხორციელებული ტრანზაქცია უკან დაიბრუნოს, გადახდა კი 4 თვემდე გადაანაწილოს  მხოლოდ თვიური 1%  განაკვეთით (ეფექტური 23.4%-ით), მაგალითად, თუ მომხმარებელი 100 ლარს დაიბრუნებს, ყოელთვიურად 26-26 ლარის გადახდა მოუწევს.

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. ამისთვის  საჭიროა, დაიმტკიცოთ განაწილების ლიმიტი მობაილბანკში, განხორციელებული ტრანზაქციებიდან შეარჩიოთ ლარში განხორციელებული ნებისმიერი  ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებაც გსურთ და დააჭიროთ ღილაკს „ტრანზაქციის განაწილება“. წესების გაცნობისა და დათანხმების შემდეგ, თანხა ანგარიშზე დაგიბრუნდებათ და მის განაწილებას 4 თვემდე შეძლებთ. განაწილების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ იყოს გასული 14 დღეზე მეტი.

ტრანზაქციის განაწილების ძირითადი პირობები:

  • განაწილება ხდება 4 თვემდე
  • განაწილების ლიმიტი არის 50-დან 5000 ლარამდე
  • 1% არის თვიური საპროცენტო განაკვეთი
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 23.4%-დან

არსებული ფუნქციონალით სარგებლობა თიბისის ნებისმიერი მობაილბანკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები