თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine–მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს მ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
ესენია:
• საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში – Best Digital Bank Georgia
• წლის საუკეთესო მობაილ ბანკინგის ბრენდი საქართველოში – Best Digital Banking Brand Of The Year Georgia
• ყველაზე ინოვაციური მობაილბანკი საქართველოში – Most Innovative Digital Bank Georgia
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ციფრული სერვისების განვითარებადა დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ თიბისი 3 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ინიციატივებისთვის.
Global Business and Finance Magazine რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, GlobalBusiness and Finance Magazine–ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.