ს დაფინანსებით თბილისში მონტესორის პირველი ბაღი გაიხსნა

თიბისის დაფინანსებით, მონტესორის პირველი ლიცენზირებული ბაღი – „მონტესორი უნივერსი“ – გაიხსნა. სასწავლო დაწესებულება საქართველოში ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედდა. ბაღი თბილისში, ლისის ტბასთან, მდებარეობს და 2.5-დან 6-წლამდე ასაკის 180 ბავშვს მიიღებს.

პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 4.7 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც ს დაფინანსება მილიონ ლარამდეა.

ბაღის შენობა დაპროექტდა და აშენდა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბავშვებზე, რათა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად საქმიანობა და თამაში შეძლონ. მასწავლებლები გადამზადებულები არიან -ში, მონტესორის სასწავლო ცენტრში.

თიბისისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზოგადად, განათლების სფეროს მხარდაჭერა. ბანკი სექტორს აქტიურად აფინანსებს – ამ მიმართულებით თბისის სასესხო პორტფელი 162 მილიონ ლარს შეადგენს. საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერით, თიბისი პარტნიორებთან ერთად საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და განათლების მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს.