თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული პრიორიტეტია და ის მუდამ განაგრძობს ამ მიმართულებით ახალი თაობის აქტიურ მხარდაჭერას. თიბისი საგანმანათლებლო ფონდ ვიზიონერის პარტნიორია და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი ქეთი ქუთათელაძეა.
“ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასრულება პირდაპირ უკავშირდება განათლებას, რადგან ის ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებ, რეალურ ბიზნეს გარემოში მინდა გამოვიყენო. ამიტომ, მგონია, რომ განათლებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჩემს კვალიფიკაციურ პერსონად ჩამოყალიბებაში, წარმატების მიღწევაში, ჩემი და გარშემომყოფების ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებაში.”
ქეთის ამბავში განათლებას უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული და თან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქცია აქვს. თუმცა, ერთ-ერთი, მისი აზრით, ყველაზე გამორჩეული, განათლებით საკუთარი თავის აღმოჩენაა. ძიება იმ ინტერესების, რომლებიც პროფესიულ გზაზე აღგაფრთოვანებს და ნებისმიერ მომენტში დაგაჯერებს, რომ შენი შესაძლებლობები უსაზღვროა, შეუძლებელიც შესაძლებელია.
ქეთის სჯერა, რომ განათლება არის ის, რაც გზაზე დიდი გამარჯვებებისკენ აუცილებლად სჭირდება. განათლებით შექმნის ამბავს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენით სწორედ ისე დაასრულებს, როგორც თავის ოცნებებში წარმოუდგენია.
“არა მხოლოდ განათლების კუთხით, საკუთარი თავის რწმენა ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. შეიძლება უკვე გზის ბოლოს იყო და საკუთარ თავში ეჭვის შეტანამ მოგაბრუნოს, როცა გამარჯვებამდე ძალიან ცოტა გაკლდა. ამიტომ უნდა გჯეროდეს, რომ შენს ცხოვრებას შენ აკონტროლებ და შეგიძლია, გადადგა თამამი ნაბიჯები, რომლებიც შენს ოცნებებს რეალობას აქცევს.”
სიცოცხლე უსასრულო აღმოჩენაა და ამ გზაზე თითოეული ადამიანი უნიკალურ ამბავს ქმნის. განათლება, განსაკუთრებით ახალი თაობის ცხოვრებაში, ამ ამბების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. განათლების ამ რთულ, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო მოგზაურობაში, საკუთარი ამბის შექმნაში ახალგაზრდებს თიბისი ეხმარება.