tbcpayments.ge-ს მომხმარებელია „სკა ჯუს ბარიც“,რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი კვების რაციონს სთავაზობს და თბილისში რამდენიმე ბარით არით წარმოდგენილი.
„სკა ჯუს ბარში“ tbcpayments.ge-ს უფრო მეტად პოს ტერმინალების ამონაწერების აღრიცხვისთვის იყენებენ.
„შემიძლია ნებისმიერ დროს შევიდე სისტემაში და ვნახო ჩვენი პოსტ ტერმინალების დეტალური ამონაწერი. tbcpayments.ge-ი ძალიან ბევრ ინფორმაციას იძლევა, რომლის გაფილტვრა და დახარისხებაც შესაძლებელია. კარგი იქნება თუ ტერმინალის ტიპსაც მივუთითებთ ინტეგრირებულია თუ არა ინტეგრირებული, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს საქმეს“, – ნათია ბეგიაშვილი, „სკა ჯუს ბარი“.
პლატფორმას უკვე დიდი ხანია ტრანზაქციების სამართავად იყენებენ რესტორნებში „ნინიას ბაღი“და „შავი ლომი“ .
„tbcpayments.ge-მ საბუღალტრო საქმიანობა ძალიან გაამარტივა, ტერმინალებიდან მთლიანი შემოსავლები როცა მაინტერესებს ამ პლატფორმას ვიყენებ. საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა და ძალიან მოსახერხებელია“, – თეა ხარაზიშვილი„ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“.