თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

• პირველი ტრენინგი 6 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
• მეორე ტრენინგი, სურსათის უვნებლობა და HACCP-ის სისტემა, 11 მარტს, ონლაინ გაიმართება და მას Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი, ინგა ცერცვაძე გაუძღვება. შეხვედრაზე ბიზნესების წარმომადგენლები ამომწურავ ინფორმაციასმიიღებენ საკვები ობიექტის მიმართ ზოგადიმოთხოვნების, სურსათის წარმოებისთვისაუცილებელი პრინციპებისა და HACCP სისტემის შესახებ.
• მესამე ტრენინგი შემდეგ თემატიკას დაეთმობა: რა უნდა იცოდეს მცირე და საშუალო მეწარმემ ფინანსებზე. შეხვედრას ნათია სხვიტარიძე, FAS Group-ის მმართველი პარტნიორი გაუძღვება დაის ბიზნესების წარმომადგენლებს გაუზიარებსსაკუთარ გამოცდილებას ბუღალტრული დაფინანსური აღრიცხვის შესახებ. ტრენინგი 12 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
• კიდევ ერთი ტრენინგის თემატიკა Shopify-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები 20 და 21 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
• მარტის თვის ბოლო, მეექვსე ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 25 და 26 მარტს გაიმართება და ის ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა. სფეროს სპეციალისტები, იანადირაშვილი და მირანდა მანჯგალაძებიზნესების წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ რაარის საჭირო პროდუქციის ქსელურ მარკეტებში განსათავსებლად და რას უნდა მიაქციონ მეწარმეებმა ამ პროცესში ყურადღება.ტრენინგზე რეგისტრაცია უახლოეს პერიოდშიიქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?