სა” და “ს” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

სა” და “ს” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია
ლონდონის საფონდო ბირჟაზე “თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა არის, რაც შემდეგ მმართველი გუნდის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, “ბლექ როკი”, რომელმაც ქართული ბანკების აქციები იყიდა, კარგად ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და მათ ხელში არსებულ ბიზნესს პოლიტკურ იარაღად იყენებენ.
“ლონდონის საფონდო ბირჟაზე “თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა არის, რაც შემდეგ მმართველი გუნდის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქი” არის, ორგანიზაცია რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია, ისინი სხვადასხვა ქვეყნებში, ფინანსურ ტრანსაქციებს და მათ ხელში არსებულ ბიზნესს, პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. საქართველოსთან წინააღმდეგ “დიფ სთეითი” ბრძოლის ახალ, ეკონომიკურ ეტაპზე გადავიდა, რადგან დაინახეს რომ პოლიტიკურმა შანტაჟმა არ იმუშავა.
საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში “ბლექ როქის” ჩართვა ნიშნავს, რომ დღემდე არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე და გლობალური ძალების ახალი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა, რომლის ჩამოშლაც, მათ მთავრობაზე გაიყვანს.
საბედნიეროდ დღეს საქართველოდ ეკონომიკა, არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ჯანსაღი და წარმატებულია, მიკრო და მაკრო მაჩვენებლები ნორმაშია და მისი ჩამოშლა არ მოხდება!” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს, აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ არის ძალიან მსუბუქი

სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს