მ საქართველოში პირველი Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

5 დღე, 100 მონაწილე, 42 გუნდი და ერთი მიზანი – პირველი ქართული საბანკო გენერაციული ჩატბოტის გაუმჯობესება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ს მომხმარებელთა ცხოვრებას.
26-30 სექტემბერს თიბისიმ გამართა RedHack –საქართველოს პირველი მასშტაბური Red Team ჰაკათონი, რომელიც ორგანიზებული იყო თიბისი IT აკადემიისა და Data & AI გუნდის მიერ.
ჰაკათონში მონაწილეებიის მიზანი იყო გამოეცადათ და განევითარებინათ თიბისის ახალი გენერაციული AI ჩატბოტი ეთიკური ,,შეტევების”, სისუსტეების აღმოჩენისა და უსაფრთხოების გაძლიერების გზით. მონაწილეებმა სხვადასხვა სცენარით Prompt Injection, Bias და Fairness ტესტებით, Hallucination ტესტავდნენ სისტემას, ხოლო AI გუნდი მიღებული შედეგების საფუძველზე მყისიერად იწყებდა ბოტის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების გაძლიერებას.
RedHack დაფუძნდა მეთოდოლოგიებზე, რომლებსაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა OpenAI, Anthropic და Microsoft, თუმცა ინიციატივა სრულად მოერგო თიბისის შიდა კულტურასა და გარემოს.
თიბისისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ტენდენცია არ არის – AI კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჰაკათონის შედეგებმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ AI უსაფრთხოება თიბისისთვის არა მხოლოდ ტექნოლოგიური ამოცანა, არამედ კომპანიის საერთო მიზანია, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია წვლილი შეიტანოს ინოვაციური სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში.
RedHack არის გზავნილი ტექეკოსისტემისთვის, რომ თიბისი არ არის მხოლოდ კომპანიაა, რომელიც იყენებს AI-ს, არამედ თიბისი ქმნის სტანდარტებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ს პროდუქტები და მოხდეს მათი პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენება.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები