თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის 3 ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.
ჯილდო ბანკმა სა და თიბისი WM-ის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული, მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, ზედიზედ მესამედ მიიღო. ამასთანავე, თიბისი WM-მა, დამატებით, მაღალშემოსავლიანი კლიენტების მომსახურებისა და მდგრადობის ნომინაციებში გაიმარჯვა.
მდგრადობის ჯილდო თიბისი WM-მა ახალი ეკო ბარათებისთვის მიიღო. თიბისი WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან. უმაღლესი კლასის ბარათის მომხმარებელს ავტომატურად შეაქვს წვლილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) გლობალური და ადგილობრივი მიზნების მიღწევაში.
„მოხარული ვართ, რომ თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება, რითიც ადამიანებს ცხოვრებას ვუმარტივებთ. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო,რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით, ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ მომხმარებლების საჭიროებებს სათანადოდ ვპასუხობთ და წარმატებით ვუბამთ ფეხს გლობალურ ტენდენციებს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვებს აქვეყნებს. დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში. პერსონალურ საბანკო მომსახურებასა და დაგროვილი კაპიტალი მართვის მიმართულებით, Euromoneyუკვე 20 წელია საერთაშორისო საბანკო სექტორს იკვლევს. Euromoney-ის ჯილდო ისეთ კომპანიებსა და ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ