მ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

მომხმარებელთათვის გადახდის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და მათი ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისიმ იმ თვითმომსახურებების ობიექტებში, სადაც ანგარიშსწორება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო, პოს-ტერმინალების ინტეგრაციის ზრდა და ბარათით გადახდის სისტემის აქტიურად დანერგვა დაიწყო. ავტოსამრეცხაოები, ყავის და სხვა ტიპის “ვენდინგ” აპარატები- ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა.

აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებთან ერთად, ხელსაყრელია ბიზნესებისთვისაც. გარდა იმისა, რომ მყიდველი სწრაფ, კომფორტულ და 24/7-ზე ხელმისაწვდომ მომსახურებას იღებს, თვითმომსახურების კომპანიისთვის სარგებელი ოპტიმიზებული პროცესები, ნაკლები ხარჯები და მაღალი გაყიდვებია.

“თვითმომსახურების სექტორი სწრაფად იცვლება – მომხმარებელი ავტომატიზებულ, სწრაფ და უნაღდო სერვისს ითხოვს, რაც ბიზნესებს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადასვლას აიძულებს. თუმცა პროცესს თან ახლავს რიგი ტექნიკური, ფინანსური და ოპერაციული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც მნიშვნელოვანი როლი ს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ენიჭება, რაც ამ ინიციატივამდე, მათ არ ჰქონდათ”, – გიორგი სიმონიანი, თიბისის გადახდების განვითარების ასოცირებული პარტნიორი.

თიბისის მიზანი სექტორის სრულად ათვისება და მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ბიზნესების მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა.