თიბისელები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან – თიბისი განცხადებას ავრცელებს

დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, – ამის შესახებ განცხადებას ბანკის მენეჯმენტი ავრცელებს.
როგორც მათ მიერ “კომერსანტისთვის” მოწოდებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მაისურაძე და ქორქაძე საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს. მოითხოვს მათ გათავისუფლებას.
ბანკი სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობს ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
“დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ,” – წერია თიბისის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია