თიანეთის მახლობლად ორი მიწისძვრა იყო

დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ორი მოხდა თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ქალაქ თიანეთის მახლობლად.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი, 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:53 საათზე დაფიქსირდა ქალაქ თიანეთიდან 27 კილომეტრში, სოფელ ბინდაურთასთან.
09:03 საათზე ამავე რაიონში მოხდა 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო თიანეთიდან 25 კილომეტრში მდებარე კურორტი ვაჟას წყარო.
ცნობები რაიმე ზიანის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ასევე დაგაინტერესებთ