“თვითონ გეგმავენ, როგორც ჩანს, რაღაცა დიდი ფეიკებით დესტაბილიზაციის მცდელობას” – სამადაშვილი

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ თვითონ გეგმავს საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანას და სწორედ ამას ემსახურებას სუს-ის დღევანდელი განცხადებაც.
“თვითონ გეგმავენ, როგორც ჩანს რაღაცა დიდი ფეიკების გამოყენებით, შესაბამისად საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობას, იმიტომ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოში ს დავალებით შემოაქვს ქაოსი და არეულობა და მათ შორის დეზინფორმაციული არეულობა, ეს არის ს რუსული პოლიტიკური ძალა, ამიტომ, ეს განცხადება ვფიქრობ, რომ პრევენციული ხასიათის არის, რომ საკუთარი დაგეგმილი რუსული სპეცოპერაციებისთვის მოიმზადონ თავდაცვითი პოზიციები, მაგრამ არაფერი არ უშველის ამ ხელისუფლებას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ