თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მამაკაცი მოკლეს და მისი თანმხლები პირი დაჭრეს, 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს

თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მამაკაცი მოკლეს და მისი თანმხლები პირი დაჭრეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.
როგორც თვითმხილველები “ინტერპრესნიუსთან” აცხადებენ, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.
დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…