“თვითმფრინავში სტიუარდესა რო გამიღიმებდა, არ ვიფიქრებდი დავევასე-მეთქი და კერვას არ დავუწყებდი – ოღონდ მოგვეგო” – ლუკა ბაქანიძე

მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს:
აუ რა ფოტოა ბიჭო ოღონდ მოგვეგო, და თანახმა ვიყავ ანკესის შეჭმაზე. საჯაროდ დავგმობდი ალკოჰოლს, როგორც სარწმუნოებას, და განვუდგებოდი. ჩემი ხელით დავწერდი გოჩა მანველიძის „მგლების“ გაგრძელებას. ჩავიხშობდი პანკურ სულს და გავიკეთებდი კონფორმისტული კაცობრიობის სიმბოლოს, ჰალსტუხს. თბილისის ზღვის პლაჟზე რო ლამაზ გოგოს დავინახავდი აღარ ვკითხავდი, შამაიას ქარავანი ხო არ შემოსულა აქ-მეთქი, არამედ შევუქებდი „რაზნიცას“. ავიღებდი მართვის მოწმობას და მთვრალი შაკო ბაკურაძის მანქანის საჭეს მე მივუჯდებოდი. გამიტყდებოდა 21 საუკუნის უკანასკნელი მოჰიკანობა, ვისაც ნისიის რვეული აქვს მაღაზიებში. ბანკომატი რო ბარათს ჩამიყლაპავდა, აღარ დავიწყებდი ყვირილს – კარტა მომე ბიჭო თორე დაგშალე ძვლებში! არამედ მშვიდად ავუხსნიდი ვითარებას მომსახურე პერსონალს. თვითმფრინავში სტიუარდესა რო გამიღიმებდა პროფესიულად, არ ვიფიქრებდი ამას დავევასე-მეთქი და კერვას არ დავუწყებდი. ჩემი წიგნის პრეზენტაციებზე არ დავჯდებოდი თეთრი ცხელების ზღვარზე ნასვამი და ამით გავახარებდი ჩემს მარადიულ მოდერატორს, ძმას და მეგობარს დათო გაბუნიას. ბესო ხვედელიძე რო მეტყოდა ეგ ბორჯომის ბოთლი ისე გახვრიტე, ბოლმა კარგად რო წამოიღოსო, არ დავუთმობდი და იმ ბოთლს ჩავიხუტებდი სასოებით. ბექა ქურხული და მე რო დავგეგმავდით ვინმე რუსეთუმის გალახვას, ბოლო მომენტში გადავიფიქრებდი და მარტო ბექა გალახავდა, მე პირს მივიბრუნებდი ცოდვით. და რას აღარ, მოკლედ. ოღონდ მოგვეგო-თქო.