თვითმფრინავი მეორე პილოტის და მგზავრების ნაწილის გარეშე აფრინდა

ავიაკომპანია Sunexpress-ის თვითმფრინავი პარიზიდან ქალაქ იზმირის მიმართულებით პილოტისა და 30 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ამის შესახებ პორტალი Airporthaber იტყობინება.
წყაროს ცნობით, ინციდენტი შაბათს, 18 ნოემბერს მოხდა. თვითმფრინავი ჩარლზ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქ იზმირში უნდა გაფრენილიყო, რეისი 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა სამი საათით გადაიდო.
მოგვიანებით, 20:00 საათზე, მგზავრებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ინფორმაცია ცნობილი რეგისტრაციის შესახებ, თუმცა ამავდროულად, მობილურ აპლიკაციაში ფრენის სტატუსის მონაცემების შემოწმების შემდეგ მგზავრებმა შენიშნეს, რომ მათი თვითმფრინავი უკვე აფრინდა.
საბოლოოდ, კი გაირკვა, რომ ბორტზე არა მხოლოდ 30 მგზავრი ვერ ავიდა, არამედ, ფრენა მეორე პილოტის გარეშე შესრულდა.