თვითმფრინავის კატასტროფის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 ემსხვერპლა. ყაზახეთის წარმომადგენელთა განცხადებით, კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი.
Embraer 190-ის ტიპის თვითმფრინავი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან, ბაქოდან, მიფრინავდა რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის დედაქალაქ გროზნოში, როცა მას სასწრაფო წესით მოუწია დაშვება დასავლეთ ყაზახეთში, ქალაქ აქთაუსთან ახლოს – აცხადებს ავიაკომპანია.
აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლებმა გამოძიება დაიწყეს კატასტროფის მიზეზის დასადგენად, რომელიც ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. იუწყებიან, რომ კატასტროფის ადგილზე აღმოჩენილია პილოტების კაბინის ჩანაწერი.
ბორტზე მყოფებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის 42, რუსეთის – 16, ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.
ყაზახეთის მთავრობის გამოძიებას უძღვება ვიცე-პრემიერი ყანათ ბოზუმბაევი. მისი განცხადებით, დაღუპულთაგან ბევრი პირის ამოცნობა მასშტაბური დამწვრობების გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
29 გადარჩენილს აქვს საშუალო და მძიმე დაზიანებები, მათ შორის დამწვრობები. გადარჩენილი მგზავრები საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)