თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს მანდატით ისეთი ადამიანები არ სჭირდება, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა

თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს მანდატით ისეთი ადამიანები არ სჭირდება, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა
ყველაფერი იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ. რა თქმა უნდა, მათი შანსი ნულის ქვემოთ არის, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „ლელო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ.
მისი თქმით, „თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს მანდატით ისეთი ადამიანები არ სჭირდება, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა“.
„ერთი მხრივ, რადიკალური ოპოზიციის ფრთა გვყავს, რომელიც დემოკრატიას საერთოდ ემიჯნება, მეორე მხრივ, ორი პარტია არ მონაწილეობს, ორი მონაწილეობს. თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს მანდატით ისეთი ადამიანები არ სჭირდება, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, ქვეყნის ომში შეთრევა, ქვეყნის ეკონომიკური ნგრევა და საკუთარი ხალხის დაზიანება. ასეთ ადამიანებს მანდატს როგორ მისცემენ? ეს კიდევ ერთხელ კვლევამაც აჩვენა. ვნახოთ, კანდიდატად ვის შეარჩევენ, თუმცა იმ ცირკიდან, რომელსაც ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი ამ კანდიდატურის წამოყენება იქნებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას