თვითმმართველობის არჩევნებზეც კი, სადაც ამომრჩევლის აქტიურობა ყველა ქვეყანაში დაბალია, „ქართულ ოცნებას“ თითქმის იმავე რაოდენობამ დაუჭირა მხარი, რაც საპარლამენტოზე

თვითმმართველობის არჩევნებზეც კი, სადაც ამომრჩევლის აქტიურობა ყველა ქვეყანაში დაბალია, „ქართულ ოცნებას“ თითქმის იმავე რაოდენობამ დაუჭირა მხარი, რაც საპარლამენტოზე
„არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობით ითვლება ის, თუ ვინ გიჭერს მხარს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზეც კი, სადაც ამომრჩევლის აქტიურობა ყველა ქვეყანაში დაბალია, „ქართულ ოცნებას“ თითქმის იმავე რაოდენობამ დაუჭირა მხარი, რაც საპარლამენტოზე. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 120 000- მა (მილიონ ას ოცი ათასმა) ადამიანმა მისცა ხელისუფლებას ხმა, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის მაღალი მაჩვენებელია. თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა ყველა ქვეყანაში დაბალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ არჩევნებზეც კი 1 100 000-ზე (მილიონ ასი ათასზე) მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი ხელისუფლებას, ანუ, თითქმის იგივე რაოდენობამ.
რა დაბალ პროცენტზე საუბრობს ოპოზიცია? „ნაცმოძრაობისა“ და მისი ფილიალების პრობლემა ის არის, რომ თავიანთ თავში შეცდომებს არასდროს არ ეძებენ. ეს ემჩნევათ იმაშიც, რომ ერთმანეთს დაერივნენ. ასევე, მათი პრობლემა იმაშია, რომ სიმართლე არ გააჩნიათ. მაგალითად, როცა გუშინ ვხედავდით, რომ [რადიკალები] ანგრევდნენ [პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას], ზოგიერთი მათგანი შენობაში შევარდნასაც აპირებდა, ღობე მოგლიჯეს და ა.შ., პარალელურად, კი პოლიციელებს ქვებს ესროდნენ, ამ ფონზე, მაინც საუბრობენ იმაზე, თუ ახალგაზრდებს რატომ სცემდნენ პოლიციელებიო. ანუ, როცა არასდროს არ დგახარ სიმართლის მხარეს, ბუნებრივად, ყოველთვის წაგებული იქნები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა