თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 18 საათისთვის 63%-ი შეადგინა

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, სადაც შაბათს ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ტარდება, 18 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 63%-ი შეადგინა. “ეხო კავკაზას” ცნობით, ხმა 90 ათასმა ადამიანმა მისცა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები აფხაზეთში შედგა, რადგან საჭიროა, რომ მასში არა უმეტეს ამომრჩეველთა 25%-მა მიიღოს. ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 ათასი ადამიანის მონაცემებია შეტანილი.
1 მარტს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური იმართება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე ორი კანდიდატია-ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა. 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ – 36.92%.
· აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
· 2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ „ამომრჩეველთა“ რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)