თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში, კისტის თოფით დაშავებული 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 9 ოქტომბერს მოხდა. მოზარდი მეზობელთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც თანატოლს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და ბიჭს თვალის არეში მოხვდა. ბიჭი სამკურნალოდ ჯერ გურჯაანში, შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს.