„თვეზე მეტია სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა არ ჩასტარებია – გიული ალასანია შვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გუშინ კლინიკა “ვივამედიდან” რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, ერთ თვეზე მეტია სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა არ ჩასტარებია.
მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მის გადაყვანასთან დაკავშირებით ოჯახი ინფორმირებული არ იყო.
არავითარი, არც იმ ექიმებმა არ იცოდნენ, ძალიან მოულოდნელი იყო. ზუსტად ისე, როგორც ყველაფერი დანარჩენი მოხდა, საერთოდ რატომ აღმოჩნდა ციხეში, რატომ უმძიმებენ, ყოველდღე რაღაცას ამატებენ კიდე, ყველაფერი ზუსტად ისე ხდება. ყველაფერი ერთად არის, ეს ხომ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგომაა, ჩემი შვილი ყოველთვის საქართველოსთვის იბრძოდა…
საკმარისად დიდი დრო გავიდა სხვათა შორის [მას შემდეგ, რაც ბოლო კვლევები ჩაუტარეს]. [ერთ თვეზე] მეტი, მეტი [დრო გავიდა], ჯგუფი ჩამოდიოდა ხოლმე, შემოდიოდა ხოლმე ამჯერად მსგავსი არაფერი არ მომხდარა და არ ვიცი, რის საფუძველზე.
არავითარი საერთოდ, არაფერი ინფორმაცია არ მქონდა,” – ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ