თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო – პოლიციამ კიდევ 3 პირი დააკავა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ სამი ადამიანი დააკავა.
დაკავებებს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დაკავებულები მანქანებში ჩასვეს და წაიყვანეს.
ადგილზე ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. ადგილზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც გამოსახლებული მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ.