“თვალში ნაცრის შეყრაა” – მაღალი ფასების საქმეზე

“თვალში ნაცრის შეყრაა” – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი მმართელი მაღალი ფასების საქმეზე კობახიძის დაანონსებულ გამოძიებას. გოცირიძის აზრით, ეს არის “ოცნების” მცდელობა, პრობლემის რეალური მიზეზები გადაიტანოს სხვაზე და საზოგადოებას შეუქმნას ილუზია, თითქოს მთავრობა ფასებთან ბრძოლას იწყებს.
„უნდათ თვალში ნაცრის შეყრა და მთავარი პრობლემის გადაბრალება სხვისთვის და რაღაც სუსის კომისიის თუ საპარლამენტო კომისიის შექმნაც კი. კომისია უნდა შეიქმნას, პირველ რიგში, იმისთვის, რომ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ფასებს ამახინჯებს და ინფლაციის მაჩვენებელს ხელოვნურად ამცირებს. გამოდის მთავრობა და ამბობს, რომ ინფლაცია 4%-ია თურმე და ყველაფერი კარგადაა და აგერ, მეორე გამოსვლისას თურმე რაღაც კატასტროფა ხდება. ეს არის უგუნური გადაწყვეტილება. საბჭოთა კავშირშ იყო ასეთი ორგანი, ობეხეესი ერქვა, იმ სისტემის აღდგენაა და საბჭოთა კავშირში იმიტომ დაინგრა, რომ ფასების კატასტროფული ზრდისა და საქონლის დეფიციტის გამო ხალხი მშიერი დარჩა. ასე რომ, ეს არის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება, – ამბობს რომან გოცირიძე.
მაღალი ფასების საქმეზე მ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.
გუშინვე აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს