თვალშიდა ინექციები, ან ინტრავიტრალური ინექციები, თანამედროვე ოფთალმოლოგიურ პროცედურას წარმოადგენს, რომელიც საჭირო ასაკობრივი მაკულოპათიის, დიაბეტური რეტინოპათიის, ვენის ოკლუზიებით გამოწვეული მაკულის შეშუპების და ნეოვასკული გლაუკომის მკურნალობისთვის ხდება.
ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მირიან მაკრახიძე ,,კომერსანტთან“ ინტერვიუში განმარტავს, რომ აღნიშნული მეთოდი თვალში მედიკამენტის პირდაპირ შეყვანას ეხმარება, ასევე ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას.
კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსში” ინექციები ანტი-VEGF თერაპიით და ანთების საწინააღმდეგო სტეროიდებით ტარდება, რაც მსოფლიო პრაქტიკაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.
იმის გასარკვევად, თუ რას მოიცავს თვალისშიდა ინექციები, რომელი დაავადების დროს ხდება საჭირო და რა ნიშნებს უნდა მიაქციოს მოქალაქემ ყურადღება, ოფთალმოქირურგ მირიან მაკრახიძეს ინტერვიუსთვის მივმართეთ.
⏺რა არის თვალშიდა ინექციები?
თვალშიდა ინექცია ანუ ინტრავიტრალური ინექცია წარმოადგენს ოფთალმოლოგიურ სამკურნალო პროცედურას, რა დროსაც მედიკამენტის შეყვანა ხდება უშუალოდ თვალის შიგნით, მინისებრ სხეულში.
⏺რომელი დაავადებების დროს ხდება საჭირო თვალშიდა ინექციებით მკურნალობა?
მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყნება ბადურის სხვადასხვა დაავადებების დროს :
* ასაკობრივი მაკულოპათია-ექსუდაციური ფორმა, * დიაბეტური რეტინოპათია და მაკულის შეშუპება, * ვენის ოკლუზიებით გამოწვეული მაკულის შეშუპება, * ნეოვასკული გლაუკომა. ამ დაავადებების დროს თვალშიდა ინექციები წარმოადგენს ერთადერთ ალტერნატივას და ის მიიჩნევა ოქროს სტანდარტად მთელს მსოფლიოში
⏺რომელი ასაკობრივი ჯგუფებია ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
ასაკობრივი მაკულოპათიია დროს დაავადების გამოვლენა ხდება 60-65 წლის ასაკის ზევით, ამიტომ ამ ასაკში მნიშვნელოვანია პაციენტმა ჩივილის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, მიმართოს ოფთალმოლოგს და ჩატარდეს ბადურის სრულყოფილი გამოკვლევა, ხოლო დიაბეტური რეტინოპთიის დროს ასაკობრივი გრადაცია არ არსებობს,ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ახალგაზრდა ასევე ასაკოვან პაციენტებში , ამ დროს მნიშვნელოვანია დიაბეტის ხანდაზმულობა და ასევე ის თუ რამდენად სწროად მართავს პაციენტი ამ დაავადებას.
⏺როგორ შეიძლება ადამიანი მიხვდეს, რომ მას აღენიშნება ბადურის დაავადება და საჭიროებს თვალშიდა ინექციას?
ბადურის დაავადებისას უპირველესი და უხშირესი კლინიკური გამოვლიება მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითებაა, ე.წ. მეტამორფოფსოული მოვლენები – რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტები საგნებს აღიქვამენ დამახინჯებულად , უსწორმასწოროდ, პაციენტები ასევე აღნიშნავენ ცენტრალურად შავ მრგვალ ლაქას, ასეთ დროს ცენტრალურად პაციენტების მხედველობა არის ბუნდოვანი, ხოლო პერიფერიულად ისინი ხედავენ შედარებით მკაფიოდ.
⏺ რა კვლევებით განისაზღვრება თვალშიდა ინექციების საჭიროება?
ჩვენს კლინიკაში გამოუყენება ულტრათანამედროვე ტოპკონის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას მაკუალრულ არეში ბადურის შეშუპების, სისხლჩაქცევით მიმდინარე დაავადებების შესახებ. აღნიშნული კვევის საფუძველზე დასტურდება დიაგნოზი და იგეგმება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა, რაც უხშირესად გულისხმობს თვალშიდა ინექციებს.
⏺ შეიძლება თუ არა ბადურის დაავადებებმა გამოიწვიოს სრული სიბრმავე
ბადურის ეს დაავადებები ხასიათდება პროგრესირებით , ამიტომ არასწორად და არადროულად ჩატარებულმა მკურნალობამ შესაძლოა მიგვიყვანოს სრულ სიბრმავემდე, მნიშვნელოვანია რომ პაციენტებმა, რომელთაც დადგენილი აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან განეკუთვნებიან 60-65 წლის ასაკობრივ ჯგუფს, ოფთალმოლოგიური ჩივილების არ არსებობის შემტხვევაშიც წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ სრული ოფთალმოლოგური გამოკვლევა.
⏺რა ტიპის ინექციების ჩატარებაა შესაძლებელი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში?
თვალშიდა ინექციების დროს უხშირესად გამოიყენება სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის დამთრგუნველი ფაქტორი – ანტი VEGF თერაპია, რომელიც ახდენს ახლაწარმოქმნილი, არაჯანსაღი სისხლძაღვების უკუგაწოვას და ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტები , რომელიც უზრუნველყოფს ანთებისა და შეშუპების შემცირებას ბადურა გარსზე.



